პროექტი
1
|
პროექტის სახელწოდება
|
სივრცული ფიგურები
|
2
|
პროექტის მთავარი იდეა
|
მოსწავლეები ძიების პროცესში გაერკვნენ თუ რას ითვისებენ
ისინი,როგორ ითვისებენ და რა მეთოდებით.ფიგურების შესწავლის შემდგომ შეძლონ მათი
ამოცნობა,ელემენტების დასახელება.
|
3
|
პროექტის აქტუალობა
|
დაკვირვების შედეგად დადგინდა,რომ ბავშვებს უჭირთ
სივრცული ფიგურების აღქმა,რაც ინტერესს უკარგავთ მათ გეომეტრიის შესწავლაში და იწვევს
ამ საგნის შემდგომ ჩამორჩენას.
|
4
|
პროექტის მიზნები
|
პროექტის ძირითადი მიზანია,პრობლემის აღმოფქვრა დასაწყისშივე,ინოვაციური
მეთოდის (კეთებით სწავლების მეთოდით)და დაკვირვების გამოყენების საშუალებით,მათი
დაინტერესება,მოტივაციის ამაღლება და ე.ს.გ-ს შედეგზე გასვლა.
|
5
|
მონაწილეთა ასაკი
|
10-11 წელი
|
6
|
ვადები (ხანგრძლივობა)
|
1 კვირა
|
7
|
მოსალოდნელი
შედეგები /
პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას. |
მოსწავლეები ერკვევიან,როგორ უნდა შეიქმნას სივრცული
ფიგურები,ითვლიან ფიგურების ფართობებს მათი ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინებით.ერკვევიან
სივრცული ფიგურების ყოფით ცხოვრებაში გამოყენების არსში.უყალიბდებათ ურთიერთდახმარებისა
და თანამშრომლობის უნარი.უმაღლდებათ მოტივაცია,ქმნიან ფიგურებს.
|
8
|
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
|
ფერადი ფურცლები,ფანქრები,სახაზავი,მაკრატელი,წებო,მარკერი
და ფლიპჩარტი.
|
9
|
პროექტის მსვლელობა(ძირითადი
აქტივობები) |
კლასი დაყოფილი არის სამ ჯგუფად,თითოეულ ჯგუფს ეძლევა
შესაბამისი დავალება:პირველი ჯგუფი-ააგებენ სამკუთხა პირამიდას და მოიპოვებენ ისტორიულ
ცნობებს პირამიდების შესახებ.მეორე ჯგუფი-ააგებენ მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის
ფიგურას და მოიყვანენ ყოფით ცხოვრებიდან მაგალითებს,გამოთვლიან საკლასო ოთახის ფართობს.მესამე
ჯგუფი-ააგებენ კონუსს და მოიძიებენ ინფორმაციას თუ სად,რომელ არქიტექტურის ძეგლებში
გამოიყენება ის.
|
10
|
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო
გეგმასთან კავშირი
|
შესაძლო კავშირი და პარალელის გავლება შეიძლება ისტორიის
გაკვეთილთან (დაკვირვება ხუროთმოძღვრულ ძეგლებთან)
|
11
|
პროექტის ხელმძღვანელი
|
ხათუნა მხეცაძე
|
12
|
ხელმძღვანელის ელფოსტა
|
xat.xecadze@gmail.com
|
13
|
პროექტის ვებ-გვერდი /ბლოგი
|
khatunna.blogspot.com
|
Комментариев нет:
Отправить комментарий